კონგოში 51 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა – მათ გაეროს თანამშრომლები მოკლეს
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამხედრო ტრიბუნალმა 51 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მათ 2017 წლის მარტში გაეროს ორი წევრი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “The Guardian” ავრცელებს.
სულ 54 ბრალდებული იყო. ერთ-ერთ მათგანს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ორი გაამართლეს. რიგი ეჭვმიტანილები დაუსწრებლად გაასამართლეს, ვინაიდან ისინი ჯერაც არ დაუკავებიათ. კონგოში 2003 წლიდან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, აქედან გამომდინარე მსჯავრდებული სამუდამო პატიმრობას მოიხდის.
გაეროს ექსპერტები, შვედეთის მოქალაქე ზაიდა კატალანი და აშშ-ის მოქალაქე მაიკლს შარპი სამთავრობო შეიარაღებულ ძალებსა და ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას იკვლევდნენ კასაის ცენტრალურ რეგიონში. ორი კვირის შემდეგ მათი ცხედრები იქნა აღმოჩენილი. როგორც გაირკვა, ისინი გზაზე შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს, გაიყვანეს მინდორზე და მოკლეს.