დავით საყვარელიძე: ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს
ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს – ამის შესახებ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენმა ფატალური შეცდომა დაუშვა.
„თავდასხმის შესაძლებლობა აქვს როგორც თურქეთს ნახევარი მილიონიანი ჯარით, ისე ჩინეთსაც და ინდონეზიასაც კი. უკრაინის დაშინების კამპანია ყველა მხრიდან გრძელდება! ასეთი ეპიკური მარცხი და ამერიკანიზმის ყველა ღირებულების ჩანაცვლება დიდი ხანია არ შეინიშნებოდა.
ბაიდენმა ნებისმიერი ლიდერისთვის ფატალური შეცდომა დაუშვა და შეთქმულებაში შევიდა კრემლის პარანოიკთან. მისცა მას საკუთარი სიტყვა, რომ ზეწოლას მოახდენდა უკრაინაზე პუტინური ვარიანტით. ახლა კი კუთხეშია მომწყვდეული.
ისეთი შეგძნება მაქვს, რომ ამერიკელებს ახლა უფრო მეტად უნდათ ომი, ვიდრე თავად პუტინს. მე ჯერ მართლაც არ მესმის, როგორ გამოიყვანს „ბაბუას“ ამ პოლიტიკური საფლავიდან მისი ადმინისტრაცია“, – წერს დავით საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთი შესაძლოა მომდევნო თვეში მეზობელ ქვეყანას თავს დაესხას. მაგრამ რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ
რუსეთს ომი არ სურს.