მაია ფანჯიკიძე: დღეს მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

   „დღეს მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ნდობა გაამართლოს “ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს იმ მიმართულებით მუშაობას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
,,მთავრობამ მიიღო პარლამენტის ნდობა და დარწმუნებულები ვარ, ზუსტად ისე ვიმუშავებთ და გავაგრძელებთ საქართველოსთვის მოღვაწეობას, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. აბსოლუტურად ყველა საკითხზე საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მტკიცე და მყარი პოზიცია და ამ პოზიციების შენარჩუნებას გავაგრძელებთ მომავალშიც”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
პარლამენტმა დღეს 89 ხმით საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები