სალომე ზურაბიშვილი – ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი

ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიგონ, რა არის მათი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

„მე ნაწილი ვარ ხელისუფლების, მაგრამ არ ვარ მთავრობა. თქვენ უნდა მიმართოთ. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა იკისრონ თვითონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე გავამაგრო, წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი. მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და სანამ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები