დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო გამჭვირვალე პროცესი; შესაბამისი პირობებით მოხდა გამარჯვებულის გამოვლენა და ეს პირობები, თუ არ ვცდები, ტყის შენახვას გულისხმობს

“აუქციონი ჩატარდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო გამჭვირვალე პროცესი. შესაბამისი პირობებით მოხდა ამ აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენა და ეს პირობები, თუ არ ვცდები, ტყის შენახვას გულისხმობს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომლებიც ბაკურიანში ტყის ნაწილის იჯარით გადაცემას აპროტესტებენ.

„ანუ უფრო მეტ დანახარჯს გულისხმობს ტყის სიცოცხლის უნარიანობის გაზრდისთვის. გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი იყო და გაიმარჯვა იმ პირმა, რომელსაც ვალდებულება გადაეცა ამ ტყის მოვლის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები