ნოდარ ხადური: უმცირესობის შეკითხვები კინკლაობა იყო
„უმცირესობის შეკითხვები კინკლაობა და ყურადღების გადატანის მცდელობა იყო“, – ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში დღეს მიმდინარე მოვლენები. ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანაში არის პრობლემები და მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.
„უმცირესობის შეკითხვები კინკლაობა და ყურადღების გადატანის მცდელობა იყო. ქვეყანაში პრობლემები რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად და არ უნდა მოვატყუოთ ადამიანები ციფრების მანიპულაციებით. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ჩვენმა გუნდმა გააგრძელოს მუშაობა და ყველაფერი გააკეთოს, რათა ხალხის მხრიდან ყველა დაკისრებული ამოცანა შეასრულოს“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.