„ვის საამებლად წარმოთქვა უსუფაშვილმა ფრაზა, – “პუტინი მტერია?!“

ჯუმბერ კირვალიძე პარლამენტის დღევანდელ სესიას აფასებს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. პოლიტოლოგი დავით უსუფაშვილის გამოსვლას კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ფრაზა – “პუტინი მტერია” მან “ნაციონალური მოძრაობის” გულის მოსაგებად წარმოთქვა.
“დღეს, პარლამენტში გამოსვლისას, რომელიც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “პუტინი მტერია”. მან ეს ფრაზა ზედიზედ სამჯერ გაიმეორა! საქმე ის არის, რომ დღის განმავლობაში “ნაცუმცირესობის” დეპუტატები (კანდელაკი, თაქთაქიშვილი და სხვები) დაჟინებით მოითხოვდნენ პრემიერ-228175_148909431845090_7188980_nმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან (უსუფაშვილისგან განსხვავებით ღარიბაშვილი არ წამოეგო „ნაცების“ ამ პროვოკაციას!), რომ მას პარლამენტის ტრიბუნიდან თავისი დამოკიდებულება რუსეთისადმი და, პირადად, პუტინისადმი საჯაროდ დაეფიქსირებინა, რაც პოლიტიკური და ეთიკური თვალსაზრისით (სააკაშვილის ქვეშემრდომებისგან რა გასაკვირია, მისგან მიჩვეულები იყვნენ!) სრული უგუნურებაა, არაფერი რომ ვთქვათ პოლიტიკურ და დიპლომატიურ უტაქტობაზე, რამაც არაერთი მძიმე შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას!
“ნაცმოძრაობა” და მათი უკრაინაში ჩაბუდებული ბელადი სააკაშვილი ყველანაირად ცდილობენ, რომ შედარებით ნორმალიზებული და იმედისმომცემი მდგომარეობა, რაც “ქართული ოცნების” სწორი პოლიტიკის შედეგად ქართულ–რუსულ ურთიერთობაში იქნა მიღწეული, დაირღვეს და წყალში გადაიყაროს. ამიტომ, გაოცებას იწვევს უსუფაშვილის ეს რეპლიკა, თუნდაც “ვითომდა” ხუმრობით ნათქვამი, რომელიც ერთი–ერთში პასუხობს “ნაცხროვის” ინტერესებს.
რას ნიშნავს ეს, ვისი “გულის მოსაგებად” და გასგონად ირჯება უსუფაშვილი? განა არ იცის, უსუფაშვილის გამოცდილების მქონე პოლიტიკოსმა, რომ მისი რანგის და თანამდებობის პოლიტიკური პერსონის ყოველი ფრაზა, მით უმეტეს, პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმული ყველა მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში და არა მარტო იქ, იმავე დღეს იქნება ნათარგმნი და მოხსენებული?! გაუგებარია, ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს, მისი 20% ოკუპირებულია და იმ ოკუპანტ სახელმწიფოსთან 2 წელია “დალაგების” პოლიტიკას აწარმოებს შენი პოლიტიკური გუნდი, შენ კი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასეთ უგუნურ განცხადებას აკეთებ (სააკაშვილის სტილში!)?! თავს ხომ არ იზღვევს, “რესპუბლიკელი” უსუფაშვილი და ვის პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს?! ცხადია, რომ უსუფაშვილის ფრაზა, – “პუტინი მტერია”, – გამორიცხავს ყოველგვარ შესაძლებლობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა და ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” მიერ დეკლარირებულ სტრატეგიას რუსეთთან მიმართებაში!”, -აღნიშნა პოლიტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები