სერგეი ლავროვი: თუ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მაშინ უკრაინაში ომი არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ უკრაინაში ომის დაწყების ალბათობა დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, მაგრამ მოსკოვი არავის მისცემს უფლებას, უგულებელყონ მისი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში.

ამის შესახებ მან რადიოსადგურებისთვის: “სპუტნიკ”, “ეხო მოსკვი”, “ლაპარაკობს მოსკოვი” და “კომსომოლსკაია პრავდა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„თუ ეს რუსეთის ფედერაციაზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ, რომ ჩვენს ინტერესებს უხეშად დაესხან თავს, არც ჩვენი ინტერესების იგნორირებას დავუშვებთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები