“ქრონიკული პაციენტები, რომელთაც აქვთ „ომიკრონი“, მძიმდებიან და საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებასაც კი” – ჩაფიძის კლინიკის კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელი
ჩაფიძის კლინიკის კოვიდგანყოფილების ხელმძღვანლის, ლელა კოპალეიშვილის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია და მათ შორის ბევრია პაციენტი, რომელთაც ვირუსი რთულად გადააქვთ.
„მიუხედავად იმისა, რომ თვითონ „ომიკრონი“ შედარებით დაბალი გართულებების რისკით ხასიათდება, ვინაიდან რაოდენობა „ომიკრონით“ დაავადებული პაციენტების არის საკმაოდ დიდი, შესაბამისად, გართულებული პაციენტებიც ბევრია იმიტომ, რომ ქრონიკული პაციენტები, რომელთაც აქვთ „ომიკრონი“, მძიმდებიან და საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებასაც კი“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.