“რეგიონში ომის რისკი მაღალია, თუმცა, პანიკას ნუ აჰყვებით” – მაია სანდუმ მოლდოველებს მიმართა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გააფრთხილა რესპუბლიკის მოქალაქეები რეგიონში ომის მაღალი რისკის შესახებ.

მან მოუწოდა მოლდოველებს, მოემზადონ ამისთვის, მაგრამ პანიკაში არ ჩავარდნენ.

ამის შესახებ სანდუმ TV8-ის ეთერში განაცხადა.

“სხვა ქვეყნების განცხადებებს თუ გადავხედავთ, ძალიან მაღალი რისკია. ვიმედოვნებთ, რომ ეს რისკები არ განხორციელდება და დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნება. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ყველაზე უარეს სცენარს – სამხედრო მოქმედებებს“, – განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება განიხილავს სხვადასხვა სიტუაციაზე რეაგირების ვარიანტებს.

სანდუს თქმით, ამ საკითხს უკვე მიეძღვნა მისი ერთ-ერთი შეხვედრა.

”ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ და ვხედავთ, რომ ძალისხმევა მიიღება საერთაშორისო დონეზე, რათა არ განხორციელდეს ძალიან ცუდი სცენარი,” – თქვა მან.

ამავდროულად, მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად აღიარა, რომ მოლდოვა დაუცველია რამდენიმე თვალსაზრისით, მაგრამ ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისთვის ხელმისაწვდომ რესურსებს.

„მინდა, რომ ყველა მოქალაქე ფხიზლად იყოს, მაგრამ არა – პანიკაში. არსებობს დიპლომატიური გადაწყვეტის შანსი. რას ნიშნავს სიფხიზლე? იმის ცოდნა, რომ ეს რისკები არსებობს, ინფორმაცია სანდო წყაროებიდან შეიტყონ, რადგან ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს სპეკულირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას, რომ მოლდოვას ომი სურს. ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ და სხვა ქვეყნებს საფრთხეს არ ვუქმნით”, – განაცხადა მაია სანდუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები