შალვა პაპუაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა გამჭვირვალეა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა გამჭვირვალეა.
„როგორც პრეზიდენტთან არსებულ კომისიაში, ისე პარლამენტში, კანდიდატებთან გასაუბრებები მიდის ღიად, პირდაპირ ეთერში. ყველას შეუძლია, დარწმუნდეს ამა თუ იმ კანდიდატის კვალიფიკაციასა და მის გამოცდილებაში და ა.შ. ეს არის მთავარი, რომ ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება. ეს არის გამჭვირვალე და, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას იღებს ხალხის დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ორგანო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.