საგარეჯოში სოფელ ქვემო და ზემო ყანდაურას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო და ზემო ყანდაურას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 973 421 ლარით ფინანსდება.

ამ ეტაპისათვის, ძველი ასფალტის საფარის დემონტაჟისა და ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან,  ემზარ კუჭუაშვილთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

სახელშეკრულებო პირობების თანახმად, პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები