შალვა პაპუაშვილი: უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის ტექსტში მთავარი არსი ასახულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის ტექსტში მთავარი არსი ასახულია.

მისივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასეთ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს ხედავს.

„ფრაქციებს შორის იყო კონსულტაცია და, საბოლოოდ, ტექსტი „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა. ჩემი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც უკრაინას ეხება, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევას, რომელიც უკრაინას აქვს. ამ ტექსტში მთავარი არსი ასახულია და მასზე არავინ დავობს. რაც შეეხება მის შინაარსს, ფორმებს, მთავარი პრობლემაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები