უკრაინის გვარდიის ჯარისკაცმა სამხედრო ქარხნის დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა – არიან დაღუპულები
უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, სამხედრო ქარხნის დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა – ინფორმაციას გამოცემა ”როიტერი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯარისკაცმა 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა.
ინციდენტი დნიპროში, პივდენმაშის სარაკეტო ქარხანაში მესაზღვრეებისთვის იარაღის გადაცემის დროს მოხდა.
პოლიცია გაქცეულ ჯარისკაცს ეძებს.