ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში თემატური მოკვლევის ჯგუფი ინფორმაციის თავისუფლების საკითხზე შეხვედრებს აგრძელებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე თბილისის, მარნეულისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრებზე საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მისი ინფორმაციით, კომიტეტში შექმნილია თემატური მოკვლევის ჯგუფი – „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობა”, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრულია ყველა საჯარო დაწესებულების ვალდებულება, ყოველი წლის 10 დეკემბერს წარმოადგინონ ანგარიშები, რომელიც მათი დაწესებულების ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ზოგად მდგომარეობას ასახავს. ამ ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები ანგარიშვალდებულ დაწესებულებებთან”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები