საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს
ბაღებში სააღმზრდელო პროცესის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მონიტორინგის მიზნით, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ ყანდაურაში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მოინახულა.
ამ ეტაპისათვის, შეცვლილია შენობის სახურავი, ხის ფანჯრები ჩანაცვლებულია მეტალოკონსტრუქციით, მიმდინარეობს შიდა კედლების დამუშავება და ფასადის შელესვის სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოს ხარისხიანი შესრულებისა და გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
“ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბაღში, სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს შესაბამის გარემოში, დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა და ოთახები აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით.
ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.