გიორგი სიგუა ზუგდიდელ ქალბატონს ბოდიშს უხდის

   ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა არაეთიკური შეკითხვისთვის ზუგდიდელ ქალბატონს ბოდიშს უხდის. სიგუამ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით გამართული დისკუსიის დროს მარინა თოდუას ჰკითხა, ჰქონია თუ არა სექსი პლაჟზე.
„პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი მამაჩემს, რომელიც დაავადებულია სიმსივნით და ხშირად მირეკავს, მაგრამ, იმის გამო, რომ ძალიან დაკავებული ვარ, ვერ ვახერხებ ტელეფონზე პასუხს და ხშირად გადარეკვაც მავიწყდება. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ხანდახან კვირეების განმავლობაში ვერ ვნახულობ. ჩემს სამი წლის ბიჭს, რომელსაც ტრაილერის მძღოლი ვგონივარ იმიტომ, რომ მანქანით დამაქვს სამი ხელი ტანსაცმელი, ბალიში, საბანი, ვინაიდან ხან ღრეში ვარ, ხან კანიონში და ა.შ. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც ხშირად საერთოდ ვერ მნახულობს. მინდა, ბოდიში მოვუხადო ქალბატონ მარინა თოდუას, როგორც აღმოჩნდა არაეთიკური გამონათქვამისთვის. ასევე, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ მას უწევს ჩემს მაგივრად ბოდიშის მოხდა და იმისთვისაც, რომ ხანდახან უხერხულობას ვუქმნი ჩემი არაორდინარული საქციელით და იმიტომ, რომ სამწუხაროდ ვერ დავტოვებ თანამდებობას და ვერ წავალ სამსახურიდან. ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალის წყარო ჩემი თანამდებობრივი სარგოა. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც როდისმე მიწყენინებია და მათ, ვისაც ჩემი არსებობით ვაღიზიანებ“, – განაცხადა სიგუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები