სამტრედიაში საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამტრედიაში, ჩხეიძის ქუჩაზე საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,თოდა” ასრულებს.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
,,სამტრედიის ნუნიციპალიტეტი საკმაოდ დიდი სპორტული ტრადიციებით გამოირჩევა, მათ შორის ჭიდაობის მიმართულებით. ამჟამად საჭიდაო კლუბის დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პანდემიიდან გამომდინარე გეგმა გრაფიკში ცვლილებებია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების და მშენებლების ერთობლივი ძალისხმევით ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი იქნება,სადაც წარმატებული სპორტსმენები აღიზრდებიან”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.