მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ სააკაშვილთან პოლიტიკაზე არ უსაუბრია.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი წუხს უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

“მოვინახულე უბრალოდ იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. წინასთან შედარებით მომეჩვენა, რომ უფრო მშვიდი იყო და დამშვიდებული სახე ჰქონდა. ჩემი საუბარი მასთან პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა, ყველაფერზე ვსაუბრობთ, თუმცა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ძალიან წუხს, არის, რომ არ მოხდეს და უკრაინაში ომი არ დაიწყოს”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები