ნიკოლოზ სამხარაძე: გვსურს, ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც ჩვენ, ასევე ნატო-მ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში დაჩქარდეს

“გვსურს, ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარესა და  იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც ჩვენ, ასევე ნატო-მ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში დაჩქარდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელში ვიზიტი დროში დაემთხვა საკმაოდ გართულებულ ვითარებას რეგიონში და  მოლაპარაკებებს ნატო-სა და რუსეთს შორის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ პირველწყაროსგან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რამდენად მტკიცე არის ნატო საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს, ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებსა და  იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც ჩვენ, ასევე ნატო-მ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დაჩქარდეს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის, ამიტომ, აქ დაყოვნება და დათმობები არის მიუღებელი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები