კალაძე: უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში წვლილის შეტანა შეუძლია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკრაინის მიმართ მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

„უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესებზე, რომლებიც უკრაინის გარშემო ვითარდება. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობრები და, ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენაა მიმართული და რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, უკრაინელ ხალხს მშვიდობა ვუსურვო,“ – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები