“თბილისი ენერჯი”, ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს, რის გამოც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

“თბილისი ენერჯი”, ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს, რის გამოც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა, 25 იანვრის დილის 8 საათამდე იქნება შეზღუდული.

“გაცნობებთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩხეიძის ქ. N10-ში  მიმდებარედ 24 იანვარს, 23:00 საათზე, “თბილისი ენერჯი”, ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, 25 იანვრის დილის 8 საათამდე.

კომპანია ბოდიშს გიხდით მძღოლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია “თბილისი ენერჯის” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები