ზვიად ძიძიგურმა ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა
პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმცირესობის „ჯიბრზე“ ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა. ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა, ხოლო შს მინისტრისა და სოფლის მეუნეობის მინისტრებს მუშაობა მოუწონა.
„მე არ მინდა „ნაციონალური მოძრაობის ჯიბრზე მთავრობის ნდობაზე ვისაუბრო. ამიტომ არ ვუჭერ მხარს ამ მთავრობას, მე მხარს ვუჭერ იმ კონკრეტული საქმიანობის გამო, რომელსაც ეს მთავრობა აკეთებს. მინდა დავიწყო შს სამინისტროსგან და აღვნიშნო, რომ ნარკოდერეფანზე გავამახვილო ყურადღება. ამ ახალგაზრდა კაცმა, მართლაც, დაადასტურა, როდესაც 2 ტონა ჰეროინი ამოიღო. იმიტომ რომ შს სამინისტროს დამსახურებაა რომ 26 ათასი პატიმრიდან ჩვენ 9000 პატიმარი დავტოვეთ ციხეში და კრიმინალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იმ თვასაზრისით რომ კრიმინალური ფონი უარესობისკენ კი არა, პირიქით გაუმჯობესებულია.
ამერიკელების დასკვნაა და არა ჩვენი, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში. ეს ჩვენი მთავრობის ძალიან სერიოზული წარმატებაა. სოფლის მეურნეობის წარმატებებს არ ჩამოვყვები ახლა, მაგრამ ძალიან მიხარია რომ 3000 ჰექტარი დამუშავდა, ეს არის სერიოზული სიმპტომი, ეს არის დადებითი ტენდენცია. სარწყავი სისტემების აღდგენა კომუნისტების შემდეგ არ განხორციელებულა საქართველოში. ეს საკითხი კეთდება ახლა და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. როცა ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დავით სეერგეენკის, მართლაც, ფუტკარივით შრომობს დღე და ღამე და მიხარია მთავრობის დამოკიდებულება დემოგრაფიის მიმართულებით. როდესაც, ყოველ მესამე შვილზე ოჯახს 150-200 – ლარიან დახმარებას აძლევ, ეს მთავრობის დამოკიდებულებაა საკუთარი მოსახლეობისადმი დემოგრაფიის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.