ამირან გამყრელიძე: „ბუსტერი“ „ომიკრონით“ ინფიცირებისგან სერიოზულად იცავს

“მესამე აცრა, „ბუსტერი“ უკვე სერიოზულად იცავს „ომიკრონით“ ინფიცირებისგან”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის წახალისების პროგრამა კარგად მოქმედებს.

„პირველმა, მონეტარულმა წახალისებამ, რომელიც 9 ნოემბრიდან შემოვიღეთ, კარგად იმოქმედა. ამ ინიციატივის შემოღების შემდეგ, 60 წლის ზემოთ 140 ათასამდე ადამიანი დამატებით აიცრა. დეკემბერთან შედარებით, იანვარში გასამმაგდა 50 წლიდან ადამიანების მიმართვიანობა. დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ბუსტერიზაციას“. საქართველოში „ფაიზერის“ საკმაო მარაგია და რადგან კვლევები აჩვენებს, რომ „ფაიზერით“ „ბუსტერი“ 75-80% იცავს „ომიკრონისგან“, ამიტომ, მესამე აცრა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ 50 წელზე უფროსი მოქალაქეები “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემდეგ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები