ხატია დეკანოიძე: “ნაცმოძრაობა” ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, ის აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში

“ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, აუცილებელია, საპარლამენტო საქმიანობაში ძლიერად და სრულფასოვნად ჩაერთოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება და გადაწყვეტილების მიღება ფრაქციის ყველა წევრის მოსაზრების გათვალისწინებით.

”ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა. პირველ ყოვლისა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლის დარეგისტრირებას ძალიან მალე ვაპირებთ. ასევე, დღის წესრიგში დგას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხი. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, აუცილებელია, საპარლამენტო საქმიანობაში ძლიერად და სრულფასოვნად ჩაერთოს. ჩვენ ერთმანეთის აზრს მოვუსმენთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობით მივიღოთ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები