გოგი ქავთარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყვარყვარე თუთაბერს შეადარა

  ჩვენ ხშირად გვავისწყდება ჩვენი ამომრჩევლები, ეს ამომრჩევლები გვხვდებიან ქუჩაში, გვირეკავენ, მოდიან ჩვენთან და სვამენ ასეთ უბრალო შეკითხვას: რატომ ვაძლევთ ამდენის უფლებას უმცირესობას – „ნაციონალურ მოძრაობას“? ჩვენ ასეთი დემოკრატია არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა ისეთი ადამიანები, რომლებიც მერამდენედ უნდა დამარცხდნენ, რომ ცოტათი მაინც ტონალობა შეცვალონ? , – ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრები გოგი ქავთარაძემ.
მან „ნაციონალური მოძრაობის წევრები „ყვარყვარე თუთაბერის“ პერსონაჟს შეადარა.
„მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ ყველაზე დიდი უკულტურობის ნიშანი აზროვნების კატეგორიულობაა. აქ მახსენდება პერსონაჟი ყვარყვარე თუთაბერი, რომელმაც სოციალისტებზე თქვა: სოციალისტები იმაზე ამბობენ, რომ მართალია, რასაც თვითონ ამბობენო. ამას წინათ, დავინტერესდი და ამოვიღე წინა მოწვევის პარლამენტის სხდომების გამოსვლები. თქვენ ყველამ უნდა ნახოთ, როგორ ექცეოდა მაშინდელი უმრავლესობა უმცირესობას, როგორი ქედმაღლობით, ცინიზმით და აღვირახსნილობით… და ეს ხალხი დღეს ლაპარაკობს, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება“, – აღნიშნა ქავთარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები