“ხშირია, როდესაც ანტიგენ-ტესტირებით ხდება ცრუ უარყოფითი შედეგის მიღება” – ნათია გორდაძე

“ხშირია, როდესაც ანტიგენ-ტესტირებით ხდება ცრუ უარყოფითი შედეგის მიღება, თუმცა, სახეზეა კლინიკა. ასეთ შემთხვევაში პირმა აუცილებლად უნდა გადააკონტროლოს „პისიარ“ ტესტირებით, ვინაიდან უფრო ზუსტი და ვალიდური შედეგი იყოს მიღებული”, – ამის შესახებ ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ნათია გორდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, „პისიარ“ ტესტირების შემთხვევაშიც ცრუ უარყოფითი პასუხი მივიღოთ.

“მაშინ, როდესაც „პისიარ“ ტესტითაც ხდება უარყოფითი პასუხის მიღება, თუმცა, სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომატიკა, რა თქმა უნდა, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები, ატაროს ნიღაბი, ან რესპირატორი და მოერიდოს გარშემომყოფებს, ვინაიდან შეიძლება, ცრუ უარყოფითის ალბათობაც განიხილებოდეს“, – განაცხადა ნათია გორდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები