ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ესტონეთის ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ნატო-ს და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. მხარეებმა განიხილეს პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის გაძლიერების კუთხით, რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯები, ასევე, სხვადასხვა სცენარი, რომელიც შეიძლება, განვითარდეს ნატო-ს და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს საქართველოს ინტერესების დათმობა აღნიშნულ მოლაპარაკებებზე.

ესტონელი დიპლომატის განცხადებით, ესტონეთი რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად. მისი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო და ესტონეთი ერთად უნდა დადგნენ, ჩვენი ინტერესების სადარაჯოზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი და ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვაზე, მათ შორის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოში ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები