გიორგი ვაშაძე: სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებით საქართველოსთვის დიდი საფრთხის მომტანია

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებით საქართველოსთვის დიდი საფრთხის მომტანია.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დაფიქსირება მნიშვნელოვანია.

“სამი დღის წინ ჩამოვედი უკრაინიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც, საქართველოშიც ჩვენ დავაფიქსიროთ მხარდაჭერა. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არის სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, ამ უმძიმესი რეგიონალური კატაკლიზმის პირობებში, არის დიდი საფრთხის მომტანი საქართველოსთვის. უკრაინას აქვს პრინციპი: “არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე”. საქართველოსაც უნდა ჰქონდეს პრინციპი, არაფერი საქართველოს შესახებ არ უნდა იყოს არსად განხილული საქართველოს გარეშე. სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო დონეზე, ჩვენ გვესმის, რომ საქართველოზეც არის საუბარი, ჩვენს ნატო-ს პერსპექტივებზეც არის საუბარი, ამ მოლაპარაკებებში საქართველო არ არის წარმოდგენილი. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გამოვაფხიზლოთ “ქართული ოცნება”, რომელიც ხელისუფლებაშია”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები