კალიფორნიაში მასიური ტყის ხანძრები კვლავ გაჩნდა. გუშინ ხანძარმა, ასევე კოლორადოს ტერიტორიაც მოიცვა.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მიუახლოვდა, მაგრამ არ დააზიანა საკულტო Bixby Creek Bridge-ს, რომელიც ცნობილია თავისი შთამბეჭდავი თაღოვანი საყრდენით, რომელიც წყნარი ოკეანედან და ტყის მასივიდან 80 მეტრის რადიუსზე მდებარეობს.
ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძარს წარმატებით ებრძვიან.
გუშინ ხანძარი 35%-ით ლოკალიზდა, ხანძრის ფართობი კი 283 ჰექტარით შემცირდა.
დაზარალებულ რეგიონში ევაკუაცია გამოცხადდა, რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა სახლები დატოვა.