ნაძალადევის რაიონში გასულ წელს 32 სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში  რაიონში 32 სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, წყალსაწრეტი მილები კი, 33 კორპუსში შეიცვალა. შესრულებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან, ჯამში, 580 000-მდე ლარი გამოიყო.
550 კვ.მ ფართობზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ზღვისუბნის III მ.რ-ის IV კვ-ის N58 კორპუსში, ასევე, დამონტაჟდა ახალი წყალსაწრეტი მილები. აგრეთვე, გურამიშვილის გამზირის N80-ში, 500 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი და წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
ორივე მისამართზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 35 134 ლარია. ინფრასტრუქტურული პროექტები გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები