სამტრედიის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თ.თავაძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეძლებენ ერთ სივრცეში, “ერთი ფანჯრის პრინციპით” მიიღონ საჭირო მომსახურეობა. პროექტი ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაკვეთით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 500 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად ადგილზე გაეცნო და შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამშენებლო კომპანია N 1″ ასეულებს. “იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი სამტრედიაში მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება სამტრედიაში მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი.” – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები