ხულოში, მოსული უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. კურორტი გოდერძის მიმართულებით, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ინტენსიური მუშაობის შედეგად უკვე დასრულებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე, გრძელდება სოფლებთან მისასვლელი და შიდასაუბნო გზების აღდგენის პროცესი. ხულოს მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქალაქეებისათვის საჭირო სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების დროულად მიღების მიზნით, აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაცნენ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვხატანგ ბერიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები