მაია ჩხაიძე: კოვიდინფიცირებული 3 ბავშვი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზეა

“ჩვენთან რეანიმაცია სრულიად დაკავებულია. 25 პაციენტია რეანიმაციაში. 3 ბავშვია მართვით სუნთქვაზე”,- ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს.

მისივე თქმით, სამივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.

„რეანიმაცია სრულიად დაკავებულია. 25 პაციენტია რეანიმაციაში. 3 ბავშვია მართვით სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება. ერთი თერთმეტი წლისაა, ერთი – 5 წლის და ერთი ახალშობილია, 19 დღის. წლის ბავშვი და ახალშობილი უკვე ჰოსპიტალიზებულები იყვნენ, მართვით სუნთქვაზე, და კორონავირუსული ინფექციის გამო მოხვდნენ ჩვენს კლინიკაში. 11 წლის ბავშვი დაავადების მე-8 დღეს, რეგიონიდანაა რეფერირებული. რაოდენობრივად, ძალიან მოიმატა კორონავირუსული ინფექციით დაავადებული ბავშვების რაოდენობამ. თანაც, გავითვალისწინოთ, რომ მშობლებს აქვთ პანიკა – როგორც კი ბავშვს ცხელება დაეწყება, ზოგს კლინიკური ნიშნები არც აქვს გამოხატული, უკვე ყველას უნდა კლინიკაში მოთავსება და ასე თუ გაგრძელდება, ვერცერთი ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუძლებს ამ ზეწოლას. შესაძლებელია, მსუბუქად მიმდინარე ფორმები ბინაზე იმართოს“, – აცხადებს ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები