რა კვალს ტოვებს COVID-19 ნერვულ სისტემაზე – ზაზა წერეთლის განმარტება

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ნერვულ სისტემაზე COVID-19-ის გავლენის შესახებ წერს.

“ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ, არის COVID-19-ის გავლენა ნერვული სისტემაზე.

დღეს ჟურნალ Sceince იელის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ნევროპათოლოგის მეტად საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ამ საკითხის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2) განიხილება რესპირატორული პათოგენად, უამრავი ნევროლოგიური გართულება – მათ შორის, დაბნეულობა, ინსულტი და ნეირომუსკულური დარღვევები – ვლინდება მწვავე COVID-19-ის დროს.

გარდა ამისა, ისეთი დაავადებები, როგორიცაა დაქვეითებული კონცენტრაცია, თავის ტკივილი, სენსორული დარღვევები, დეპრესია და ფსიქოზიც კი, შეიძლება, გაგრძელდეს ინფიცირებიდან თვეების განმავლობაში, როგორც სიმპტომების ერთობლიობის ნაწილი, რომელსაც ახლა უწოდებენ ხანგრძლივ Covid-ს. მსუბუქი საწყისი დაავადების მქონე ახალგაზრდებსაც კი შეუძლიათ განუვითარდეთ მწვავე COVID-19 და ხანგრძლივი Covid ნეიროფსიქიატრიული სინდრომები”, – წერს ზაზა წერეთელი.

მისი თქმით, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსის შემდეგ ნევროლოგიურ სიმპტომებს განიცდიან, 50 წელზე ნაკლები ასაკისაა.

“ბევრი ადამიანი, ვინც განიცდის ნევროლოგიურ სიმპტომებს, რომლებიც გრძელდება მწვავე COVID-19-ის შემდეგ, 50 წელზე ნაკლები ასაკისაა და ინფექციამდე ჯანმრთელი და აქტიური იყო. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა არასოდეს ყოფილა ჰოსპიტალიზებული COVID-19 მწვავე დაავადების დროს, რაც ასახავს მსუბუქ საწყის დაავადებას”, – წერს ზაზა წერეთელი.

მისი ცნობით, გამოჯანმრთელებულების გარკვეულ ნაწილს სიმპტომები ინფიცირებიდან 7 თვის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ.

“3762 რესპონდენტიდან ონლაინ კვლევაში (ადამიანების ვისაც დაავადების შემდეგ დარჩათ გარკვეული სიმპტომები), ბევრს ჰქონდა მუდმივი სიმპტომები საწყისი ინფექციიდან 7 თვის შემდეგაც კი და მათ შორის გამორჩეული იყო ნეიროფსიქიატრიული სინდრომები”, – წერს იგი.

მისი თქმით, ინფექციამ შეიძლება, ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადებების განვითარება დააჩქაროს ან გამოიწვიოს.

“ამ მომენტისათვის, COVID-19-ის გრძელვადიანი ნევროლოგიური გართულებების სრული მასშტაბები არ არის ბოლომდე გამოვლენილი. ნეიროანთებაზე და ნეირონთა დაზიანებების გამოვლენამ მწვავე COVID-19-ში გაზარდა იმის შესაძლებლობა, რომ ინფექციამ შეიძლება, დააჩქაროს ან გამოიწვიოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემდგომი განვითარება, როგორიცაა ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადებები”, – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები