თეთრი სახლის პრესმდივანი: ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი „კარგი და პროდუქტიული“ იყო, დამატებითი შეხვედრები იგეგმება
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი „კარგი და პროდუქტიული“ იყო.
მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის კიდევ რამდენიმე შეხვედრა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კრემლის ლიდერთან სატელეფონო სატელეფონო საუბარი გამართა.