კორონავირუსს “ღუდუშაურის” კლინიკის თანამშრომელი ემსხვერპლა

ღუდუშაურის სახელობის კლინიკის თანამშრომელი, დავით პაპასკირი კორონავირუსს ემსხვერპლა.

პაპასკირი წარმოშობით ჩხოროწყუდან იყო. მას ოჯახი ახალი შექმნლი ჰქონდა და თბილისში ცხოვრობდა.

“ვერ ვიჯერებ ახლაც… ბოლო წუთამდე იმედი მქონდა… რატომ, ღმერთო, რატომ წაგვართვი, რატომ წაიყვანე, რატოოომ?
სული გამეყინა. ეს რა დიდი ტკივილი ხარ. ხომ დაგვპირდი, რომ იბრძოლებდი, დათო, რატომ წახვედი. ელიმ და მე მოვილაპარაკეთ, სანამ შენ არ დააგულებდი ელენიკოს სთორებს, არაფერსაც აღარ დავდებდით. ახლა რა ვუთხრა ელის? ყოველდღე რომ გამოხატავდი მის მიმართ სითბოს და სიყვარულს. გიოს რომ ვუყურებ, გული მიკვდება, აქეთ გვამხნევებს ჩვენ ყველას და მე ხომ ვიცი, მის გულში ახლა რა ხდება. შენ ყველგან და ყოველთვის მაინც ჩვენ გვერდით იქნები, სადაც არ უნდა იყო. მშვიდობით, შეხვედრამდე“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები