ოზურგეთის მერმა ახალი მოადგილეები წარადგინა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერის მოადგილის პოზიციაზე ნათია გოლიაძისა და ნიკა ბოლქვაძის კანდიდატურები წარადგინა.

ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ნათია გოლიაძე ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო ნიკა ბოლქვაძე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუწევს კურირებას.

“ნათიასა და ნიკას კერძო სექტორში მუშაობის პოზიტიური გამოცდილება გააჩნიათ, იცნობენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, აქტიური კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან და ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიასა და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები