დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებია.

“საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კალანდაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიასა და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში :00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, მუხის, კანდელაკის, მიქატაძისა და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას”, – აცხადებენ თელასში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები