თაკო ჩარკვიანი: არ მომწონს სიჩუმე – გარეთ დიდი მონიტორი დავამონტაჟოთ, უნდა გყავდეს ხალხი, ქუჩას უნდა იჭერდე
”კოორდინაცია გვაკლია ოპოზიციას”, – ამის შესახებ ”კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს.
ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის სიჩუმე მისთვის მიუღებელია.
“კოორდინაცია გვაკლია ოპოზიციას, არ მომწონს ტემპი, სიჩუმე და ეს სტრატეგია ჩემთვის მიუღებელია. ვთქვი, გარეთ დიდი მონიტორი დავამონტაჟოთ, რაც კონსტიტუციურია. გარეთ უნდა გყავდეს ხალხი და ქუჩას უნდა იჭერდე. იმედია, ქირქილს არ დაიწყებენ ზოგიერთები, როგორც კარავზე დაიწყეს და მართალი აღმოვჩნდი – მაინც ლეიბების დაგება მოუწიათ”, – აცხადებს ჩარკვიანი.