ანრი ოხანაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოში იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოუენსსა და საელჩოს წარმომადგენელს, ევან ელიოტს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებაც საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიიდან არის გათვალისწინებული.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს ის პროცესები გავაცანი, რომლებიც კომიტეტში საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან წარიმართება, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე თანამდებობის პირების არჩევასთან დაკავშრებით. ასევე, მიმოვიხილეთ ის გეგმები, რომლებზეც ჩვენ 2022 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს და ბევრ საკითხთან დაკავშირებით მომავალშიც მოგვიწევს მჭიდრო თანამშრომლობა. შეხვედრაზე შევთანხმდით იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ რა კუთხით ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები