ბათუმის მერია: რამდენიმე დღეა, ინტენსიურად თოვს, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე, შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო

ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე, შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო.

მიმდინარეობს ხე-მცენარეების თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოები. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 300-მდე თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა.

მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები