ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიის ავტორს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული
“ამ ადამიანზე მეც მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ არის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.
მისივე თქმით, სტატიის ავტორი რუსული ინტერესების გამტარებელია.
“ამ ადამიანზე მეც მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ არის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. იმყოფებოდა სოხუმში, გაგრაში და ა.შ. რუსული ინტერესების გამტარებელი ჟურნალისტია, ეს თემა რადიკალ ოპოზიციონერებს დახვეული აქვთ, რომლებიც რუსული პროექტის ნაწილი არიან”, – აღნიშნა ზარქუამ.