კელი დეგნანი – პაპუაშვილსა და კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება

“როგორც გვითხრეს შეხვედრაზე, დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელის დეგნანმა შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტია.

„მქონდა კარგი შესაძლებლობა, შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და გვესაუბრა მის პრიორიტეტებსა და ხედვებზე, სამომავლო საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ასევე, მქონდა კარგი შესაძლებლობა, შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და  განგვეხილა პრიორიტეტული საკითხები. როგორც გვითხრეს შეხვედრაზე, დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ასევე, იქნება მუშაობა დემოკრატიის გაძლიერების ისეთ მიმართულებებზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო. ასევე, განვიხილეთ უკრაინის საკითხი, დაძაბულობა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომ ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია მოახდინოს და ასევე ვისაუბრეთ ძალის გამოყენების საფრთხეზე. ცხადია, ეს არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისა და ყველა ჩვენგანისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპები, რაზეც უკვე 30 წელზე მეტია, მშვიდობიანად დგას ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები