დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

19-21 იანვარს საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, სეიმის სპიკერ ვიქტორია სმილიტე-ნიელსენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები