ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერმინისტრის სახელმწიფო მრჩეველსა და რუმინეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერმინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსა და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. შეხვედრის მთავარი თემას იწარმოადგენდა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. სახელმწიფო მრჩეველი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით ქართული მხარის ხედვით დაინტერესდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება და თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მძიმედ აისახება საქართველოს მომავალზეც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები