“წყალზე რომ გაიარო, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ცურვა არ იცოდაო” – გიორგი კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსის მონაწილე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ კრიტიკა მისაღებია იმ შეთხვევაში, თუ იგი კონსტრუქციული და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულია.
“წყალზე რომ გაიარო, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ცურვა არ იცოდაო. შესაბამისად, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, ყოველთვის არსებობს კრიტიკა, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული, ეს კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი, ეს კრიტიკა უნდა იყოს კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. ვიყავი ყოველთვის ღია, ვარ და ვიქნები ღია ყველა კონსტრუქციული ფორმის თანამშორმლობაზე.
ის გამოცდილება, ის მიღწევები, რომელიც ადმინისტრაციას ჩემი ხელმძღვანელობის დროს, ამ მოკლე პერიოდში ჰქონდა, არის ზუსტად პასუხი იმისა, თუ რატომ უნდა ვიყო იმ კანდიდატებს შორის, რომელიც გადაიგზავნება პარლამენტში”, — განაცხადა კალანდარიშვილმა.