ირაკლი ბერაია რუმინეთის ელჩსა და რუმინეთის პრემიერმინისტრის სახელმწიფო მრჩეველს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუსა და რუმინეთის პრემიერმინისტრის სახელმწიფო მრჩეველს, იულიან ჩიფუს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება იმ პრიორიტეტებზე გამახვილდა, რაც ორივე ქვეყანას აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად აქვს შემუშავებული.

„რუმინეთთან, როგორც საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან, შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ საკვანძო სახელმწიფოსთან, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს საერთო გამოწვევები და საერთო პრიორიტეტებიც, რაც ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. რუმინელ სტუმრებთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ასევე, განვიხილეთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აღნიშნული საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ აქვს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები