ზაალ ანჯაფარიძე – თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის პეტიცია რაღაც კომუნისტური აზროვნების ნაჟური მგონია

,,სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა” – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თეა წულუკიანის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

მისი ვარაუდით, ამ კამპანიის უკან კონკრეტული ოპოზიციური პარტია დგას.

,,თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის პეტიცია რაღაც კომუნისტური აზროვნების ნაჟური მგონია.
სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა. როგორ ფიქრობთ, ამ ე.წ. “პეტიციის” უკან რომელი პარტიის ყურები ჩანს? “ – წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები