დავით ზალკალიანი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან არის ერთიანი პოზიცია და ეს პოზიცია არ შეცვლილა

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან არის ერთიანი პოზიცია და ეს პოზიცია არ შეცვლილა არც მოლაპარაკებამდე და არც მოლაპარაკებების შემდეგ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის სატელეფონო საუბრები, რომლებიც ბრიუსელში ჩამოსვლამდე მქონდა”, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, უშუალოდ პირველწყაროსგან მოისმინოს, თუ რაზე იყო საუბარი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე.

„აშკარაა, რომ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორებისთვის ის წინადადებები, რაც რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა, არ განიხილებოდა, რადგანაც იქ არის ძალიან მკაფიო წითელი ხაზები. იმ ხაზების დარღვევა იწვევს საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგის თავდაყირა დაყენებას, გლობალური უსაფრთხოების სისტემებს ცვლილებას. იქ საუბარია რაღაც გავლენის სფეროებზე, მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვაზე და ეს მართლაც არის ის წითელი ხაზი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები არ გადაკვეთენ და იქნებიან ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულები საკუთარი პოზიციის დაცვაში. აქვე ვართ ჩვენც, რადგანაც იქ საუბარია უკრაინასა და საქართველოზე“, – აცხადებს ზალკალიანი.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცეპრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატო-სა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები